ფეხბურთი

19:45 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავმა" ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, პლეი-აუტის წყვილები ცნობილია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურში „თელავმა“ გორის „დილა“ დაამარცხა და ბოლო ტურის წინ ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნა.

„დილა“ უმოტივაციო იყო, რადგან მესამე ადგილი და კონფერენს ლიგის საგზური, ჯერ კიდევ წინა ტურში გაიფორმა, „თელავმა“ კი ამით ისარგებლა და მეტოქეს აჯობა. აღსანიშნავია, რომ სამი ავტოგოლი გავიდა, ორჯერ სტუმართა სასარგებლოდ, ერთხელაც - მასპინძლების. საბოლოოდ, კახელებმა 3:1 იმარჯვეს, 41 ქულა დააგროვეს და მეშვიდე ადგილზე მშვიდად არიან, რადგან მისი მდევარი, ქუთაისის „ტორპედო“ ვეღარ დაეწევა.

გია ცეცაძის გუნდი სტუმრად თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და გამარჯვება სჭირდებოდა, მაგრამ მხოლოდ ქულა მოიპოვა. უფრო მეტიც, იმერლები აგებდნენ და მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ფადი ზიდანმა იხსნა მარცხისგან. შედეგად, „ტორპედოს“ 37 ქულა აქვს და პლეი-აუტს თავს ვერ დააღწევს.

უკვე ცნობილია პლეი-აუტის ორივე წყვილიც: „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ და „შუქურა“ – „გაგრას“ შეხვდება, რის შედეგადაც გაირკვევა იმ ორი გუნდის ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გაატარებენ.

„დილა“ – „თელავი“ 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ნემსაძე (34, ა.გ), 1:1 შერგელაშვილი (38, ა.გ), 1:2 მაისაშვილი (72, ა.გ), 1:3 აშორტია (87)

„ლოკომოტივი“ – „ტორპედო“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 იმრანი (68), 1:1 ზიდანი (90)

0.109085