ფეხბურთი

11:06 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მასიმილიანო ალეგრი: "მერვე ადგილზე დამსახურებულად ვართ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ატალანტასთან“ მორიგი მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ტურინულმა გრანდმა სერია A-ში უკვე მეხუთედ წააგო და მათ შორის, მესამედ საკუთარ მოედანზე, რითაც კლუბის ღრმა კრიზისი კარგად ჩანს. ალეგრის განცხადებით, გუნდმა მუშაობა უნდა გააგრძელოს და ახლა სხვა რამის გაკეთება შეუძლებელია.

„მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, საჭიროა გოლების გატანა, რაც სიმშვიდეს მოგვიტანს. სატურნირო ცხრილი? ამ პოზიციაზე თუ ვართ, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ვიმსახურებთ და უკეთესები არ ვართ. საგოლე მომენტებს იშვიათად ვიყენებთ, „ატალანტამ“ კი ჩვენი შეცდომა გამოიყენა. ახლა, ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის მუშაობა და უნდა ვეცადოთ თამაშების მოგება.

გუნდის შემადგენლობა შესანიშნავია, მაგრამ არის მომენტები, როცა საქმეები კარგად არ მიდის და გოლს ვერ ვიტანთ. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც ოთხეულში ყოფნა შეუძლია, მაგრამ ახლა დამსახურებულად ვართ იქ, სადაც ვართ, რეალისტები უნდა ვიყოთ. როცა წნეხის გარეშე ვართ, უფრო მშვიდად ვმუშაობთ.

გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც გოლების გატანა შეუძლიათ, მაგრამ ახლა გოლებს ვერ ვიტანთ და ეს პრობლემაა. ასე ხდება, როცა თავდაჯერებულებად კარგავ. ახლა ყველაფერი უნდა დავივიწყოთ და „სალერნიტანასთან“ მატჩზე ვიფიქროთ“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, ტურინის „იუვენტუსი“ 14 ტურის შემდეგ სერია A-ში 21 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 7 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112935