ფეხბურთი

2:45 | 28.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანომალიური მატჩი პორტუგალიაში: "ბელენენსეშმა" "ბენფიკასთან" 9 ფეხბურთელით ითამაშა! (+VIDEO)

პორტუგალიის ჩემპიონატის მე-15 ტურში „ბენფიკა“ „ბელენენსეშს“ დაუპირისპირდა და ეს შეხვედრა ისტორიაში აუცილებლად შევა. საქმე ისაა, რომ „ბელენენსეშმა“ თამაში 9 ფეხბურთელით ჩაატარა!

პორტუგალიურ კლუბში კორონავირუსის პანდემიაა გავრცელებული და ჯანმრთელი მხოლოდ 9 ფეხბურთელი ჰყავდათ, მათ შორის 2 მეკარე იყო და შესაბამისად, მეკარეს მოედნის მოთამაშის პოზიციაზე მოუწია თამაში.

პირველივე ტაიმში 11-კაციანმა „ბენფიკამ“ მეტოქეს 7 გოლი გაუტანა და ანგარიში 7:0 იყო. საინტერესოა, რომ პირველივე წუთზე კაუმ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში მასპინძლები მოედანზე 7 ფეხბურთელით დარჩნენ, რასაც კიდევ ერთი ფეხბურთელის გამოკლება მოჰყვა (ტრავმის გამო). 6 ფეხბურთელით დარჩენის შემდეგ კი მსაჯმა თამაში შეწყვიტა, რადგან მოედანზე ერთი გუნდის რიგებში მინიმუმ 7 ფეხბურთელი უნდა იყოს. შედეგად, "ბელენენსეშს" ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

0.166408