ფეხბურთი

20:34 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი "სევილიასთან" ვერ ითამაშებს

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ედენ აზარი „სევილიასთან“ ლა ლიგის მე-15 ტურში ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია კარლო ანჩელოტიმ დაადასტურა.

„აზარმა დღეს ივარჯიშა, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა აქვს და ამიტომ, „სევილიასთან“ ვერ ითამაშებს“, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

აღსანიშნავია, რომ ბელგიელ ვარსკვლავს ბოლო ორი თამაშიც გაუცდა და მოედანზე არ გასულა. აზარმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, გოლი არ გაუტანია და 1 საგოლე პასი მიითვალა. აქვე გეტყვით, რომ "რეალისა" და "სევილიას" შეხვედრა 28 ნოემბერს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111065