ფეხბურთი

21:43 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიფციგში" კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა

გერმანულ „ლაიფციგში“ კორონავირუსის პანდემია გავრცელდა. თავიდაპირველად გუნდში კოვიდინფექცია მთავარ მწვრთნელი ჯესი მარშს, მეკარე პეტერ გულაშს და სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს დაუდასტურდა, რომლის ვინაობაც უცნობია.

თუმცა, ამჯერად, ინფიცირებულთა რაოდენობა ცხრამდე გაიზარდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ ფეხბურთელებსაც - ორბანს, ნობოას, პოულსენს, სიმაკანსა და მეკარეების მწვრთნელ გესლინგს. გუნდის ყველა წევრი თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, „ლაიფციგმა“ ბოლოს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრიუგესთან“ სტუმრად ითამაშა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117401