ძიუდო

14:52 | 27.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი აბუ დაბის გრანდ სლემის ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

აბუ-დაბის გრანდ სლემზე ლაშა შავდათუაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი წლის გამარჯვებით დასრულებას გეგმავს და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

73 კილოგრამში მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრიდან თავისუფალი იყო და ის მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მოლდოველ ადილ ოსმანოვს მოუგო. ლაშამ დამატებით დროში მეტოქეს 3 შიდო მიაღებინა და პირველი მძიმე გამარჯვება მოიპოვა.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილი რუს კაზბეკ ნაგუჩევს შეხვდა, რომელსაც ასევე აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, იქ კი უზბეკ ხიკმატილოხ ტურაევთან წააგო. ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ლაშა სლოვენიელ მარტინ ჰოჯაკს შეხვდება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

0.144212