კალათბურთი

22:25 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბაგატსკისი: "გარკვეულ მომენტებში უფრო წარმატებულმა გუნდმა მოიგო და არა უძლიერესმა"

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგატსკისმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (83:88) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც გამოცდილმა სპეციალისტმა აღნიშნა, იმ გუნდმა მოიგო, რომელიც გარკვეულ მომენტებში უკეთესი იყო და შანსები უკეთ გამოიყენა, მაგრამ არ ყოფილა უძლიერესი.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნაკრების ლიდერებს - ისინი თამაშობდნენ, როგორც ნამდვილი გუნდის კალათბურთელები. გარკვეულ მომენტამდე ყველაფერს ვასრულებდით, რაც ჩავიფიქრეთ, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში, მაგრამ კალათბურთი მხოლოდ თამაში არაა - იმპროვიზაციაც საჭიროა. კარგად ვითამაშეთ. არც ისეთი გულუბრყვილო ვარ, რომ საქართველოსთან იოლი მატჩის მოლოდინი მქონოდა. თუ გავითვალისწინეთ საქართველოს ნაკრების ლიდერების გამოცდილებას, მათ სტატუსს ევროპულ კალათბურთში, აშკარაა, რომ თამაში რთული უნდა ყოფილიყო.

დილის ვარჯიშზე ტრავმის გამო ვოლოდიმირ გერუნი დავკარგეთ, ამან ჩვენი როტაცია სრულიად შეცვალა. ეს იყო სიტუაცია, რისთვის მზად არ ვიყავით და რაღაც მომენტებში თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი სამწამიან ზონაში დომინირებდნენ. მინდა ვთქვა, რომ გაიმარჯვა არა უძლიერესმა, არამედ გარკვეულ მომენტებში უფრო წარმატებულმა გუნდმა. გუნდმა, რომელმაც თავისი შესაძლებლობები საუკეთესოდ გამოიყენა, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს. სულ ეს არის.

საქართველოსთან მეორე მატჩიც გვაქვს და მარცხი ხუთი ქულის სხვაობით არ ვიცი, ბევრია თუ ცოტა, არავინ იცის, ხვალ რა იქნება. კალათბურთში მხოლოდ დღევანდელ დღეს აქვს მნიშვნელობა და რა იქნება შემდეგ - ვნახოთ. თავი მაღლა უნდა ავწიოთ, სამ დღეში ახალი მატჩი გველის ძლიერ მეტოქესთან, თუმცა იმ განსხვავებით, რომ სახლში ვითამაშებთ“, - თქვა ბაგატსკიმა.

შეგახსენებთ, მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს ესპანეთს ესტუმრება, იმავე დღეს კი უკრაინა ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს. ჯგუფიდან მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი გუნდი გავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10973