ფეხბურთი

19:28 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად გონსალვეში დაასახელეს (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეექვსე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა ლისაბონის "სპორტინგის" და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევი პედრუ გონსალვეში დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

პედრუს გამოკიტხვაში კონკურენციას ედინ ჯეკო, ემილ ფორსბერგი და სებასტიენ ალე უწევდნენ. გონსალვეშმა "დორტმუნდთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში ორი გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სეზონში პედრუმ ყველა ტურნირზე 14 შეხვედრა ჩაატარა და თავი 11 გოლით და ორი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.124342