ფეხბურთი

20:30 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია ან იტალია მუნდიალს მიღმა! ისინი ერთ ჯგუფში მოხვდნენ

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის უეფას ზონის პლეი-ოფის წილისყრა გაიმართა და 12 ნაკრები სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა.

ე.წ A, B და С გზა უკვე დაკომპლექტდა და გაირკვა, რომ იტალია და პორტუგალია მუნდიალის საგზურისთვის დიდი შანსია ერთმანეთს შეხვდნენ! თუ ორივე ნაკრები საკუთარ მოედანზე ნახევარფინალს მოიგებს, ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული ნაკრები მუნდიალზე ნამდვილად ვერ ითამაშებს. გავიხსენოთ, რომ ეს ნაკრებები ბოლო ორი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან და ერთ-ერთს მუნდიალს მიღმა დარჩენა მოუწევს. უფრო მეტიც, იტალიამ წინა მსოფლიოს ჩემპიონატიც გამოტოვა და მორიგი ფიასკოს რეალური საფრთის წინაშეა.

აქვე ვთქვათ, რომ ნახევარფინალურ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან და სამი ფინალის მომგები სამი ნაკრები მოიპოვებს ყატარში თამაშის უფლება. ცნობისთვის, მატჩები ერთრაუნდიანია და გამარჯვებული 90 ან 120 წუთში გაირკვევა (საჭიროების შემთხვევაში პენალტების სერიაში). ფინილიც ერთმატჩიანი იქნება და მისი მასპინძლები წილისყრით გამოვლინდა. მაგალითად, იტალია და პორტუგალია თუ ფინალში გავლენ, მათი შეხვედრის მასპინძელი პორტუგალიის ნაკრები იქნება. წილისყრის შედეგები კი ასეთია:

A გზა

ნახევარფინალი

შოტლანდია - უკრაინა

უელსი - ავსტრია

ფინალი

მეორე წყვილის გამარჯვებული - პირველი წყვილის გამარჯვებული

B გზა

ნახევარფინალი

რუსეთი - პოლონეთი

შვედეთი - ჩეხეთი

ფინალი

პირველი წყვილის გამარჯვებული - მეორე წყვილის გამარჯვებული

C გზა

ნახევარფინალი

იტალია - ჩრდ. მაკედონია

პორტუგალია - თურქეთი

ფინალი

მეორე წყვილის გამარჯვებული - პირველი წყვილის გამარჯვებული

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის უეფას ზონის პლეი-ოფის მატჩები 24-29 მარტს გაიმართება. მუნდიალის ფინალური ეტაპი კი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139633