ფეხბურთი

18:20 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ყურბან ბერდიევმა ქართველი მსაჯი გააკრიტიკა: "ახლა ქართულ მსაჯობაზე წარმოდგენა მაქვს"

კონფერენს ლიგის მეხუთე ტურში ალმატის „კაირატისა“ და შვეიცარიული „ბაზელის“ მატჩი ქართველებმა იმსაჯეს, მაგრამ მასპინძელთა მხრიდან კრიტიკა დაიმსახურეს.

პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, როცა ყაზახეთი 1:0-ს იგებდნენ, მთავარმა მსაჯმა გიორგი კიკაჩეიშვილმა სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც „კაირატის“ მთავარი მწვრთნელის, გამოცდილი ყურბან ბერდიევის აზრით, დასანიშნი არ იყო. როგორც რუსმა სპეციალისტმა თქვა, ახლა უკვე იცის, როგორი დონეა საქართველოში მსაჯობასთან დაკავშირებით.

„ახლა წარმოდგენა მაქვს ქართულ მსაჯობაზე. სიტყვებს ვერ ვპოულობ, ასე არ შეიძლება. ჩვენს კარში პენალტი დანიშნა და იქ არაფერი იყო. შედეგს მსაჯობით არ ვამართლებ, უბრალოდ ეს ფაქტია“, - თქვა ბერდიევმა.

აქვე გეტყვით, რომ კიკაჩეიშვილის გარდა, ზემოხსენებულ მატჩზე, რომელიც „ბაზელმა“ 3:2 მოიგო, დავით გაბოსონიამ, გიორგი ელიკაშვილმა (გვერდითი მსაჯები) და ირაკლი კვირიკაშვილმა (მეოთხე მსაჯი) იმუშავეს.

0.107994