ფეხბურთი

17:20 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "რანგნიკის "მანჩესტერში" დანიშვნა სხვა ინგლისური გუნდებისთვის ძალიან ცუდი ამბავია"

„მანჩესტერ იუნაიტედს“ დიდი ალბათობით, გერმანელი სპეციალისტი რალფ რანგნიკი ჩაიბარებს და ამ თემაზე კომენტარი „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.

ის რანგნიკს კარგად იცნობს და თქვა, რომ მისი „მანჩესტერში“ დანიშვნა პრემიერლიგის სხვა კლუბებისთვის ძალიან ცუდი ამბავი იქნება.

„სამწუხაროა, რომ ინგლისში ძალიან კარგი მწვრთნელი მოდის. ის სხვა გუნდებისთვის პრობლემა იქნება. რანგნიკი ნამდვილად გამოცდილი სპეციალისტია, რომელმაც ორი კლუბი („ჰოფენჰაიმი“ და „ლაიფციგი“ - რედ) ნულიდან, არაფრისგან ააშენა. „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოედანზე ორგანიზებული გუნდი იქნება, ეს ნამდვილად არ არის კარგი ამბავი სხვა გუნდებისთვის“, - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რალფ რანგნკის „შალკეში“, „ჰოფენჰაიმსა“ და „ლაიფციგში“ უმუშავია, მიმდინარე წლის ზაფხულიდან კი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სტრუქტურაშია დასაქმებული. გავრცელებული ცნობით, ის უკვე ინგლისშია და ინფორმაცია უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114315