ფეხბურთი

15:11 | 26.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ქეცბაიასთან კონფლიქტის შემდეგ ნიკა კაჭარავა გუნდს დაუბრუნდა და ვარჯიშის უფლება მისცეს

ნიკა კაჭარავა ფამაგუსტას „ანორთოსისში“ რჩება და გუნდთან ერთად ვარჯიშს დაუბრუნდა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრის კრისტოფორუმ განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ თემურ ქეცბაიას ჩრდილოირლანდიელ თავდამსხმელ კაილ ლაფერტისთან და კაჭარავასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შედეგადაც ორივე ფეხბურთელს გუნდთან ერთად ვარჯიში აეკრძალა. იყო იმაზეც საუბარი, რომ მათ კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდის დატოვება მოუწევდათ. თუმცა, როგორც ჩანს, ქართველ ფორვარდთან დაკავშირებით ვითარება შეიცვალა.

„ფაქტია, რომ ლაფერტისთან გამოსავლის მოსაძებნად მსჯელობა მიმდინარეობს, კაჭარავა კი ჩვენი გუნდის წევრია და მწვრთნელის განკარგულებაშია“, - უთხრა ადგილობრივ მედიას კრისტოფორუმ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ნიკა კაჭარავას კვიპროსის ჩემპიონატში ერთი გოლი აქვს გატანილი, ხოლო კონფერენს ლიგაზე საგოლე პასი ორჯერ გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120323