თამაშგარე

13:43 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური პრესა ჩირო იმობილეს ერთგულებაზე ხუმრობს

“მარტივი ასახსნელია თუ რატომ არ ღალატობს ჩირო იმობილე თავის ცოლს. ცოლზე ლამაზსა და უკეთესს ის ვერ ნახავს და ჩიროს ზედმეტი წვალება მოედანზეც კი არ უყვარს“ - ასე ხუმრობს იტალიის ბულვარული მედია ჩირო იმობილეზე, რომელიც თავის ცოლს ჯესიკა მელენას აღმერთებს და რაც ცოლი მოიყვანა, სხვა ქალებისკენ გახედვაც კი არ უნდა.

ჯესიკა მელენა სამხრეთ იტალიის ერთი პროვინციული ქალაქის მკვიდრი ასულია, რომელიც იმობილეს სრულიად შემთხვევით შეხვდა და წყვილს შორის იმდენად მყარი სასიყვარულო ძაფები გაიბა, რომ ჯესიკამ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლასაც კი დაანება თავი და ტუსტუსით გაჰყვა პერსპექტიულ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილ ფეხბურთელს.

ჩიროს და მის ცოლს ორი ქალიშვილი ყავთ, რომლებიც ჯესიკამ ბუნებრივი მშობიარობის გზით გააჩინა და ორივე შვილის გაჩენის შემედეგ, ამ ქალმა თავისი ტანკენარობა და სილამაზე კვლავინდებურად შეინარჩუნა, რაც იტალიელი ქალებისთვის ჭეშმარიტად კარგი მაგალითია. იტალიის ბულვარული პრესა ამბობს, რომ სილამაზის შენარჩუნებაში ჯესიკა მელენას ვარჯიშების გარდა, დიეტებიც ეხმარება.

0.157371