ფეხბურთი

11:00 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინო: "არსებული ვითარებიდან გამომდინარე პლეი-ოფში გასვლა შესანიშნავი შედეგია"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ „მანჩესტერ სიტისთან“ (1:2) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც არგენტინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მერვედფინალის საგზურის მოპოვება ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე შესანიშნავი შედეგია.

„სიტის“ ბურთის ფლობაში არც ისე დიდი უპირატესობა ჰქონდა. დიდი უპირატესობაა 70-30-ზე, ამჯერად კი 55-45-ზე იყო. პანიკაში არ ვყოფილვართ, პირველ ტაიმში მეტოქე უკეთესი იყო და ჩვენ უფრო მეტი შეცდომა დავუშვით. მეორე ტაიმი უკეთ დავიწყეთ და ანგარიში გავხსენით, თუმცა, როცა მათ ანგარიში გაათანაბრეს, რაღაცები შეიცვალა. მთლიანობაში ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. სეზონის დასაწყისში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა შესანიშნავი შედეგია“, - თქვა პოჩეტინომ.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „სიტის“ კილიან მბაპეს გოლით უგებდა, მაგრამ რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟესუსმა გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდს მოაპოვებინეს. ბოლო ტურის წინ „მანჩესტერ სიტიმ“ 12 ქულით პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო „პარი სენ ჟერმენს“ 8 ქულა აქვს და მეორე ადგილით პლეი-ოფში უკვე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122068