ფეხბურთი

10:42 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰარგრივსი: "სიტიმ" პსჟ-ს მასტერკლასი ჩაუტარა, მესიმ და ნეიმარმა ალბათ იფიქრეს, რომ ასეთ გუნდში თამაში სურთ"

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ოუენ ჰარგრივსმა „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენის“ (2:1) შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. ინგლისელი ნახევარმცველის აზრით, ლიონელ მესი და ნეიმარი ალბათ ფიქრობენ, რომ ისეთ გუნდში სურთ თამაში, როგორიც „სიტია“ და არა პსჟ.

„ვფიქრობ, ეს იყო მასტერკლასი „მანჩესტერ სიტისგან“ და ეს ყველაფერი დე ბრუინისა და ფოდენის გარეშე. მესიმ და ნეიმარმა მოედნიდან გასვლის შემდეგ ალბათ გაიფიქრეს: „ასეთ გუნდში ვისურვებდი თამაშს“. მართლაც მშვენიერი იყო, ანგარიში 2:1 დაფიქსირდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ სხვაობა ბევრად მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო“, - თქვა ჰარგრივსმა.

შეგახსენებთ, რომ პსჟ „სიტის“ კილიან მბაპეს გოლით უგებდა, მაგრამ რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟესუსმა გამარჯვება პეპ გვარდიოლას გუნდს მოაპოვებინეს. ბოლო ტურის წინ „მანჩესტერ სიტიმ“ 12 ქულით პირველი ადგილი გაინაღდა, ხოლო „პარი სენ ჟერმენი“ 8 ქულით და მეორე ადგილით პლეი-ოფში უკვე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106627