ავტოსპორტი

3:22 | 25.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბულს“ უკანა ფრთის პრობლემები აქვს

„რედ ბული“ არ მალავს, რომ ტრასებზე, სადაც მანქანას ჩაჭიდების საშუალი ძალა სჭირდება, მისი უკან ფრთა ზიანდება. კერძოდ, სისტემა DRS-ის გაღებისას, უკანა ფრთის ზედა ნაწილის ფიქსაცია ირღვევა. ბრაზილიაში გუნდს დაზიანებული ფრთის დახურულ პარკში გარემონტება მოუწია. ყატარში კი, თავისუფალ პრაქტიკებზე პრობლემა ისევ წამოიჭრა, რის გამოც, მისი განსხვავებული კონფიგურაცია დააყენეს.

ჯედას და აბუ დაბის ტრეკების ხასიათის შესაბამისად, გუნდს ფრთის საშუალო კონფიგურაციის შერჩევა მოუწევს. ეს კი ნიშნავს, რომ პრობლემები დიდი ალბათობით, თავს ისევ იჩენს.

„ჩვენ ყატარში ფრთის განსხვავებული კონფიგურაციის გამოყენება ვარჩიეთ. თუ ჯედასა და აბუ დაბიში, სხვა ფრთები დაგვჭირდება, ჩვენ ალბათ მათი ადგილზე გარემონტება მოგვიწევს, რათა სისტემა DRS და მოშვებული დეტალი გავამაგროთ“, - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი.

სიტუაციას ის გარემოება ართულებს, რომ DRS-ის აქტივაციის სისტემას, 2021 წლისთვის ომოლოგაცია აქვს გავლილი და მისი გადაკეთება იმ შემთხვევაშიც არ შეიძლება, თუ ეს გუნდს პრობლემის აღმოფხვრის შესაძლებლობას მისცემს.

მაგრამ, ყოველივეს მიუხედავად, ჰორნერი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი პრობლემას გაუმკლავდება. „ჩვენ აქტივატორის ამ მექანიზმს უკვე რამდენიმე სეზონია ვიყენებთ და პრობლემის აღმოფხვრა არ უნდა გაგვიჭირდეს“, - ამბობს ხარების შეფი.

0.116441