რაგბი

17:00 | 24.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კვესელაძემ "გლოსტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ქართველმა მორაგბემ გიორგი კვესელაძემ „გლოსტერთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც ინგლისური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ახალი ხელშეკრულება მრავალწლიანია, მაგრამ ზუსტი თარიღი მითითებული არ არის.

„ქართველმა ცენტრმა გიორგი კვესელაძემ შთაბეჭდილება მაშინვე მოახდინა, როცა თეთრ-წითელი მაისური ჩაიცვა. დიდი საერთაშორისო გამოცდილების გუნდმა კლუბს ვარსკვლავური ხიბლი შესძინა. ფიზიკურად ძლიერ მორაგბეს ბურთის ტარების და დაცვის გარღვევის უნარი აქვს. ის იქნება „გლოსტერის“ წინსვლისთვის მნიშვნელოვანი გასაღები“, - წერს ინგლისური გუნდის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, გიორგი კვესელაძე „გლოსტერის“ ღირსებას გასული წლის დეკემბრიდან იცავს, როდესაც შემოდგომის ერთა თასზე კარგი თამაშით თავი გამოიჩინა და ინგლისურმა გუნდმა გადაიბირა.

0.118259