თამაშგარე

12:17 | 22.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვიკი ოდინცოვამ სპორტსმენები უარყო

ადრეც გაუწყებდით, რომ აწუკვე პოპულარულმა რუსმა მოდელმა და სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის“ დიდმა მომხმარებელმა ვიკი ოდინცოვამ სახელი მას შემდეგ გაითქვა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ სრულიად უგულველყო კრიშტიანუ რონალდუს მისდამი აღტაცებული კომპლიმენტები და მეტიც - საერთოდ იგნორირება გაუკეთა პორტუგალიელს.

ეს ამბავი ტურინის “იუვენტუსის“ შემტევს დიდად გულთან არ მიუტანია, ვიკი ოდინცოვას კი ჟურნალისტები დღენიადაგ ამ ამბავს ახსენებენ და როგორც ჩანს, მასაც ყელში ამოუვიდა რონალდუსთან ასეთი უმნიშვნელო ბმა. სავარაუდოდ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ ვიკიმ ამასწინათ დაიქადნა, ზოგადად სპორტსმენებმა თავი დამანებონ, მე უფრო მეტად სახელოვნებო სფეროს ხალხი მიზიდავსო.

არ ვიცით რამდენად უკავშირდება ამ ამბავს “მელიასა და ყურძნის“ კრილოვისეული იგავი, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ყველაფერში ცხვირის ჩამყოფი ბულვარული მედია რომ არა, ვიკი ოდინცოვას ვნებათა შესახებ იმდენივე გვეცოდინებოდა, რამდენიც სოციალურ ქსელებში მოგოგმანე მილიონობით ლამაზმანზე შეიძლება ვიცოდეთ.

0.116655