ფეხბურთი

19:23 | 21.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი: "იუვენტუსის" ფანები არ მაინტერესებს, იქ ვიმუშავე, მაგრამ ეს უკვე წარსულია"

რომის „ლაციოს“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „იუვენტუსთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელმა სპეციალისტმა თავისი ყოფილი გუნდის ქომაგების შესახებ პირდაპირი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ისინი უბრალოდ არ აინტერესებს.

„იუვემ“ თავის სტილში მოიგო: პენალტით დაწინაურდა. დაცვაში სოლიდურად ითამაშა და თამაში კონტრშეტევებზე ააგო. „იუვენტუსის“ ფანების შეძახილები? სიმართლე გითხრათ, „იუვეს“ ფანები არ მაინტერესებს. იქ ვმუშაობდი, დიდ ფეხბურთელებს ვავარჯიშებდი, მაგრამ ყველაფერი იქ დასრულდა, დანარჩენი არ მაინტერესებს“, - თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ მაურიციო სარი „იუვენტუსში“ 2019-2020 წლების სეზონში მუშაობდა და სკუდეტო მოიგო, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლობის გამო გაათავისუფლეს.

„იუვენტუსს“ და „ლაციოს“ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 13 ტურის შემდეგ 21-21 ქულა აქვთ, ისევე, როგორც ფლორენციის „ფიორენტინას“ და სამივე გუნდი მეექვსე-მერვე ადგილებს იყოფენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119986