ფეხბურთი

0:32 | 19.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: "მომეცით რონალდუ და ჩემთვის ის პრობლემა არ იქნება"

ინგლისური „უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ გუნდისთვის რონალდუ არ შეიძლება პრობლემა იყოს.

„რონალდუ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ინგლისური ფეხბურთისთვის მისი დაბრუნება კარგის ნიშანია. ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მას უყურებს და მისგან მაგალითს აიღებენ. რონალდუ პრობლემაა? არა, არა... მომეცით რონალდუ და ის ჩემთვის პრობლემა არ იქნება, მუმიდვად ითამაშებს“, - თქვა რანიერიმ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კრიშტიანუ რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 13 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.

0.130865