ფეხბურთი

20:14 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მინო რაიოლა: "ფეხბურთელები ჩემი პატიმრები არ არიან, მათ ჩემგან წასვლა შეუძლიათ"

ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ მის კლიენტს „პარი სენ ჟერმენში“ რთული ვითარება აქვს, მაგრამ არ ნანობს, რომ ფრანგულ გუნდში გადავიდა. რაიოლამ ისიც აღნიშნა, რომ ფეხბურთელები მისი პატიმრები არ არიან და მისგან წასვლა თავისუფლად შეუძლიათ.

„პსჟ-ში დონარუმას იოლი სიტუაცია არ აქვს. „მილანიდან“ მე არავინ წამიყვანია, ტაქსის მძღოლი არ ვარ. ფეხბურთელების კეთილდღეობისთვის ვმუშაობ და არ ვნანობ, რომ მან კლუბი დატოვა.

ბერნარდესკი? როდესაც ფეხბურთელს ვკარგავ, ეს ყოველთვის ჩემი ბრალია. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. მოთამაშეები ჩემი პატიმრები არ არიან და ყოველთვის შეუძლიათ წასვლა.

იბრაჰიმოვიჩის ახალი კონტრაქტი? ყველაფერი შესაძლებელია, მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს“, - თქვა რაიოლამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108954