ფეხბურთი

14:59 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ ტრავმის გამო შესაძლოა "ლაციოსთან" მატჩი გამოტოვოს

ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა "ლაციოს" წინააღმდეგ მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს. ინფორმაციას Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, დიბალამ არგენტინის ნაკრებში ფეხი დაიზიანა და ურუგვაისთან მატჩის დასრულება ვერ შეძლო. 28 წლის შემტევი უკვე დაბრუნდა ტურინულ კლუბში, სადაც სამედიცინო გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს და დაზიანების ხარისხი სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა.

დიბალამ მიმდინარე სეზონში "ბებერი ქალბატონის" მაისურით 11 მატჩი ჩაატარა, სადაც ექვსი გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. სერია A-ს მე-13 ტურის მატჩი "ლაციო" - "იუვენტუსი" შაბათს, 20 ნოემბერს რომში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. მასიმილიანო ალეგრის გუნდს 12 ტურში 18 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა, ხოლო "ლაციო" 21 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.110668