ფეხბურთი

2:07 | 17.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ზონა: პლეი-ოფის ყველა მონაწილე და ფორმატი
ნახევარფინალური და ფინალური მატჩები 2022 წლის 24-29 მარტს გაიმართება

უეფას ზონაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დასრულდა და უკვე გაირკვა 10 ნაკრები (მხოლოდ უეფას ზონიდან), რომლებმაც მუნდიალზე თამაშის უფლება მოიპოვეს. თუმცა, დარჩენილია კიდევ 3 ქვოტა, რის გამოც 2022 წლის 24-29 მარტს პლეი-ოფი გაიმართება.

შესარჩევი ეტაპის 10-ვე ჯგუფის მეორეადგილოსანი და პლუს ამას ერთა ლიგიდან 2 ნაკრები, მთლიანობაში 12 ნაკრები ბრძოლას სანუკვარი სამი ადგილისთვის გააგრძელებს.

ვთქვათ, რომ არ არის ძველებური სისტემა, როცა ორი გუნდი ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდებოდა. ამჯერად, პლეი-ოფი ორი ბარიერისგან შედგება - ნახევარფინალი და ფინალი, მატჩები კი ორრნაუნდიანი არ იქნება - ერთი შეხვედრის შედეგით გაირკვევა გამარჯვებული, მაგრამ ნახევარფინალში გამარჯვება მუნდიალის საგზურის მომტანი არ იქნება და ფინალის მოგებაც აუცილებელია.

წილისყრა 26 ნოემბერს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გაიმართება და 12 ნაკრები სამ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. შესარჩევი ციკლის შედეგების მიხედვით 6 გუნდი განთესილია (ისინი ნახევარფინალში შინ ითამაშებენ და ერთმანეთს ვერ შეხვდებიან, თუმცა ფინალში შესაძლებელია და იმავე ფინალში შესაძლოა სტუმრად თამაში მოუწიოთ).

განთესილი გუნდები

პორტუგალია, შოტლანდია, იტალია, რუსეთი, შვედეთი, უელსი

განუთესავი გუნდები

თურქეთი, პოლონეთი, ჩრდ. მაკედონია, უკრაინა, ავსტრია, ჩეხეთი

ხსენებული 12 გუნდი სამ ოთხგუნდიან ჯგუფებში განაწილდებიან. თითოეულ ჯგუფში ნახევარფინალური წყვილები შეიქმნება, რომელშიც განთესილი გუნდი განუთესავს შეხვდება, ხოლო წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან და მსოფლიოს ჩემპიონატზე სამივე ფინალის მომგები სამი გუნდი გავა.

ნახევარფინალები 2022 წლის 24-25 მარტს, ხოლო ფინალები 28-29 მარტს გაიმართება. ვთქვათ ისიც, რომ მატჩები არ იქნება ორრაუნდიანი და გამარჯვებულის ვინაობას ერთი თამაში გამოავლენს, ნახევარფინალში მასპინძლები განთესილი ნაკრებები იქნებიან, ხოლო ფინალის მასპინძლის ვინაობა 26 ნოემბერს წილისყრით გაირკვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110483