ფეხბურთი

21:35 | 16.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ფრენკი დე იონგის გაყიდვას არ გამორიცხავს

კატალონიის „ბარსელონამ“ შესაძლოა ფრენკი დე იონგი გაყიდოს. ამის შესახებ El Chiringuito იტყობინება.

წყაროს თანახმად, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა 24 წლის ნახევარმცველის გასხვისებასა და ფინანსური სარგებლის მიღებაზე ფიქრობს. როგორც ირკვევა, კატალონელები იმედოვნებენ, რომ დე იონგში დიდძალ თანხას გამოიმუშავებენ.

ფრენკი დე იონგი „ბარსელონას“ 2019 წელს „აიაქსიდან“ 86 მილიონ ევროდ შეუერთდა და გუნდთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097803