ფეხბურთი

21:41 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია და ნაკრებს გამოაკლდა

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. დღეს საწვრთნელი პროცესი ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე წარიმართა. ეროვნული გუნდი მატჩისთვის 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. ტრავმის გამო უზბეკეთთან მატჩს გიორგი ჩაკვეტაძე გამოტოვებს. “გენტის” ქართველ ლეგიონერს დღეს გუნდთან ერთად არ უვარჯიშია.

ტრავმის შესახებ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაუბრუნდება ახალგაზრდა შემტევი მოედანს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებისა და უზბეკეთის მატჩი 15 ნოემბერს, გორში, 18:00 საათზე გაიმართება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ვილი სანიოლის გუნდმა ასპარეზობა 7 ქულით დაასრულა, რომელიც კოსოვოსთან, შვედეთთან და საბერძნეთთან მატჩებში მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122585