ფეხბურთი

17:53 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-მ მესი ნაკრებში ლიმიტირებული დროის პირობით გაუშვა

„პარი სენ ჟერმენი“ და არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ეროვნულ გუნდში ლიონელ მესის ლიმიტირებულ დროზე შეთანხმებულან. ამის შესახებ Marca იტყობინება.

წყაროს თანახმად, პსჟ მესის ნაკრებში გაშვებას იმ პირობით დათანხმდა, რომ ურუგვაის ნაკრებთან 20 წუთზე მეტს არ ითამაშებდა და ასეც მოხდა, რადგან თამაშში მხოლოდ 76-ე წუთზე ჩაერთო.

მატჩის შემდეგ ლიონელ სკალონიმ ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ მესის ბრაზილიასთან შეხვედრის წინ დასვენების შესაძლებლობა მისცეს.

არგენტინამ ურუგვაის ნაკრებს ანხელ დი მარიას გოლით მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგა, ბრაზილიას კი 17 ნოემბერს უმასპინძლებს.

0.111693