ფეხბურთი

16:06 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კაფუ: "ტექნიკურად ნეიმარი მესისა და რონალდუზე უკეთესი ფეხბურთელია"

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაფუმ ნეიმარის შესახებ ისაუბრა. როგორც „სელესაოს“ ყოფილმა კაპიტანმა აღნიშნა, ნეიმარს ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუზე უკეთესი ტექნიკური მონაცემები აქვს და უბრალოდ საჭიროა, თავი ფეხბურთს მიუძღვნას.

„ტექნიკური თვალსაზრისით ნეიმარი მესისა და რონალდუზე უკეთესია. მან უნდა აიღოს ლიდერის პასუხისმგებლობა. თავი 100%-ით ფეხბურთს უნდა მიუძღვნას. არა მგონია, რომ ნეიმარზე უკეთესი ფეხბურთელი ვიყავი, მაგრამ თუ სხვა მცველებზე მაღალი დონის მოთამაშე გავხდი, ეს ჩემი მხრიდან ბოლომდე დახარჯვის შედეგია. ნეიმარი კაპიტანი უნდა გახდეს“, - თქვა კაფუმ.

შეგახსენებთ, ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში 2010 წლიდან თამაშობს და 115 მატჩში 70 გოლი აქვს გატანილი.

0.123233