ავტოსპორტი

2:17 | 14.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასმა სპრინტი მოიგო, ფერსტაპენმა უპირატესობა გაზარდა

ბრაზილიის დიდი პრიზის სპრინტერული საკვალიფიკაციო რბოლა ვალტერი ბოტასმა მოიგო, ვინც სტარტზევე შეძლო მაქს ფერსტაპენის ჩამოტოვება და მოპოვებული უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ფერსტაპენი ფინიშთან მეორე მივიდა, რისთვისაც თავისი ქულათა მარაგი ორით შეავსო და ამდენივეთი გაზარდა ლუის ჰამილტონთან უპირატესობა, რამაც 21 ქულას მაიღწია. თუმცა სპორტული რეგლამენტის დარღვევის (კვალიფიკაციის შემდეგ, ჰამილტონის მანქანას შეეხო) გამო, სტიუარდებმა ის 50 000 ევროთი დააჯარიმეს.

ჰამილტონმა კი, როგორც მოსალოდნელი იყო, სპრინტის რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყო. ამის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მის მანქანაზე, DRS-ის გახსნისას დარჩენილი ღრიჭო, დასაშვებ 85 მილიმეტრზე მეტი აღმოჩნდა. ამის მიუხედავად, ბრიტანელი ფინიშთან მეხუთე მივიდა. კვირის რბოლას კი მეათე პოზიციიდან დაიწყებს, რადგან მის მანქანაზე, გუნდმა კიდევ ერთხელ შეცვალა ძალური დანადგარის კომპონენტი (შიდაწვის ძრავი).

სპრინტი მესამე ადგილზე დაასრულა კარლოს საინსმა, ვინც სტარტზე ფერსტაპენსაც გაასწრო, მაგრამ ჰოლანდიელმა მალევე დაიბრუნა მეორე პოზიცია.

ბრაზილიის დიდი პრიზი

სპრინტ რბოლა

  1. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 29:09.559
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 1.170
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 18.723
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 19.787
  5. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 20.872
  6. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 22.558
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 25.056
  8. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 34.158
  9. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 34.632
  10. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 34.867
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 35.869
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 36.578
  13. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 41.880
  14. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 44.037
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 46.150
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 46.760
  17. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 47.739
  18. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 50.014
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'01.680
  20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 1'07.474

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:12.114 (მე-9 წრე, 215.109 კმ/სთ)

0.444349