ავტოსპორტი

3:17 | 13.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონმა ბრაზილიის კვალიფიკაცია მოიგო

ლუის ჰამილტონმა ბრაზილიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მოიგო, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ სპრინტ რბოლა ბოლო პოზიციიდან დაიწყოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ტექნიკურმა შემოწმებამ, მისი უკანა ფრთის DRS სისტემაში რეგლამენტთან შეუსაბამობა აღმოაჩინა.

თუ დარღვევა დადასტურდა, ბრიტანელს კვალიფიკაციის შედეგებს გაუუქმებენ და ის სპრინტის სტარტზე ბოლო პოზიციას დაიკავებს. საქმე ისაა, რომ DRS სისტემა, ფრთას დასაშვებ 85 მილიმეტრზე მეტად აღებს, რაც პილოტს დამატებით უპირატესობას ანიჭებს.

არადა, ჰამილტონმა თავის უშუალო კონკურენტსა და ჩემპიონატის ლიდერ მაქს ფერსტაპენს 0.438 წამით აჯობა. ეს უპირველეს ყოვლისა, ძალური დანადგარის ახალი ელემენტის დაყენებით არის გამოწვეული, რაც კვირის რბოლის სტარტზე, ჰამილტონს ხუთი პოზიციის დაკარგვად დაუჯდება.

„კარგი საკვალიფიკაციო სესია მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ პოზიციას დავკარგავთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია. ვფიქრობ, კვირის რბოლას პოულიდან მაქსი დაიწყებს. ეს კი ნიშნავს, რომ მისი დაწევა ძალიან გამიჭირდება. მაგრამ ყველაფერს ვეცდები, რომ წინ წაწევა შევძლო“, - განაცხადა ჰამილტონმა.

რაც შეეხება ძრავის შეცვლას, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა ეს იმით ახსნა, რომ ძრავი ინტენსიურ ცვეთას განიცდის, რაც სიმძლავრის დაკარგვაში აისახება. სწორედ ამიტომ გადაწყდა მისი შეცვლა ბრაზილიაში და არა დარჩენილი სამი ეტაპიდან რომელიმეზე.

ბრაზილიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1'07.934
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 0.438
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 0.535
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.549
  5. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 0.843
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.892
  7. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1.026
  8. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1.046
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.105
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1.179
  11. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.255
  12. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.465
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.549
  14. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.569
  15. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 2.293
  16. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 1.729
  17. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1.963
  18. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 2.019
  19. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2.395

20. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2.655

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115882