სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

10:14 | 12.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

MARCA: "ხვიჩა კვარაცხელია - ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც "რეალზე" ოცნებობს"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოსა და შვედეთის ნაკრებთა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია წამყვანი ევროპული გამოცემების ყურადღების ცენტრში ისევ მოხვდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მან სკანდინავიელთა წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

ქართველ ფეხბურთელზე მორიგი სტატია მადრიდულმა გამოცემა MARCA-მ გამოაქვეყნა და ასე დაასათაურა - კვარაცხელია, ესპანეთის საუკეთესო მეგობარი, რომელიც მადრიდის რეალზე ოცნებობს.

„კვარაცხელია ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მეგობარი გახდა. შვედეთთან გატანილი ორი გოლით მან ესპანეთს ლანგრით მიართვა პირველი ადგილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლებას იძლევა. ეს ყაზანის „რუბინის“ დასასრული უნდა გამოდგეს, რადგან ალბათ, ის ფართო პუბლიკისთვის უცნობი იყო, ახლა კი ესპანელ ფანებს თავი წარუდგინა.

ზედიზედ ორი სეზონის განმავლობაში რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელებული კვარაცხელია ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია, დიდ ევროპულ გუნდში ნახტომზე ოცნებობს. „მგონია, რომ „რეალში“ ან „ბაიერნში“ ითამაშებს“, - თქვა მისმა აგენტმა.

მადრიდის „რეალთან“ დაკავშირება შემთხვევითი არჩევანი არაა: „ჩემი ყველა შვილი, მათ შორის ხვიჩა „რეალის“ გულშემატკივარია“, - ამბობს მამამისი ბადრი, ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც აზერბაიჯანის ნაკრებში თამაშობდა. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევრო შეიძლება მისმა აფეთქებამ კიდევ გაზარდოს, რომელიც 20 წლის ფეხბურთელისთვის ისედაც მაღალია. რუსეთის ჩემპიონატში მასზე ძვირი მხოლოდ „ზენიტის“ ფეხბურთელები სერდარ აზმუნი და მაკლომი არიან.

მან უკვე გაიტანა ესპანეთის ნაკრებთან მეორე ტურში, მატჩი, რომელიც ლუის ენრიკეს გუნდმა 92-ე წუთზე დანი ოლმოს გოლით მოიგო. ქართველებს ყველაზე მეტად მისი ეიმედებათ, რომ ძველი კონტინენტის დიდი გუნდის მაისურს მოირგებს. ყოფილი ფეხბურთელი ვლადიმირ გუცაევი ამბობს, რომ ის საკუთარ თავს აგონებს: „ჩემ თავს მახსენებს. მას აქვს დიდი პოტენციალი. აქვს სიჩქარე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი. და, რაც მთავარია, ის ფეხბურთით ცხოვრობს. ბურთთან ერთად დასაძინებლად მიდის“.

შვედეთთან მისმა დუბლმა ესპანეთს დამატებითი პასი მისცა მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალ გზაზე და გარდა ამისა, ახლა მისი სახელი უფრო ხმაურიანად გაისმება ბაზარზე, სადაც ყოველთვის არსებობს დიდი ყურადღება ახალგაზრდა ფეხბურთელების მიმართ“, - წერია სტატიაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე MARCA-მ საქართველოს ნაკრებზეც გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ყველაზე ხაზგასასმელი სათაური იყო - VIVA GEORGIA!

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ პროფესიონალურ კარიერაში დუბლი პირველად შეასრულა. მას საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი სტატისტიკა აქვს - 11 მატჩი და 5 გოლი, მათ შორის, 4 მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.102444
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X