ფეხბურთი

16:25 | 11.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა კონტრაქტის განახლებისთვის "მანჩესტერში" რონალდუზე მაღალ ხელფასს ითხოვს

პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში“ დარჩენისა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ კლუბში ყველაზე მაღალ ხელფასს ითხოვს.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველის სურვილია, რომ იმაზე მეტი ხელფასი მიიღოს, ვიდრე დღეისთვის კრიშტიანუ რონალდუს აქვს. პოლს უნდა, რომ მისი ხელფასი კვირაში 585 ათას ევროს გაუტოლდეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ისიც ითქვა, რომ პოგბას კლუბიდან წასვლა უნდა, და აგენტ მინო რაიოლას „იუვენტუსში“ დაბრუნების სანაცვლოდ ხელფასის დაკლებაზე თანხმობის შესახებაც აცნობა.

ფრანგ ფეხბურთელს „მანჩესტერთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და 1 იანვრიდან ნებისმიერ კლუბთან შეუძლია მოლაპარაკებების დაწყება და წინასწარი კონტრაქტის გაფორმება, ხოლო ზაფხულიდან უფასოდ გადაბარგება.

პოგბა „იუნაიტედში“ 2016 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში კი 12 მატჩში 7 საგოლე პასი გააკეთა. მან 2012-2016 წლებში ტურინის „იუვენტუსში“ ითამაშა და ინგლისურ გრანდში 105 მილიონ ევროდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134879