ფეხბურთი

21:15 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუ სანაკრებო პაუზის შემდეგ "ჩელსის" დაუბრუნდება

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა.

ბელგიელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიანიშნა, რომ მალე მოედანზე დაბრუნდება.

რომელუმ ტრავმა შვედურ „მალმიოსთან“ მატჩში მიიღო და ბოლო ხუთი მატჩუ გაუცდა. მოსალოდნელია, რომ ის ტომას ტუხელის განკარგულებაში სანაკრებო პაუზის შემდეგ იქნება.

მიმდინარე სეზონში რომელუ ლუკაკუმ „ჩელსის“ მაისურით 11 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10907