ფეხბურთი

13:42 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" "ბრესტის" ახალგაზრდა ტალანტის დამატებას გეგმავს - ფეხბურთელს იტალიურ კლუბში თამაში სურს

იტალიური "მილანი" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გაძლიერებას გეგმავს და ახალგაზრდა ტალანტების ძიებას აგრძელებს. კლუბის მესვეურები ერთ-ერთ ასეთ ვარიანტად "ბრესტის" ნახევარმცველ რომენ ფავრს განიხილავენ. ინფორმაციას ჟურნაკლისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პაოლო მალდინი უკვე დაუკავშირდა 23 წლის ფეხბურთელს და პირობები გააცნო. თემაზე მცირე კომენტარი La Gazzetto dello Sport-თან თავად რომენ ფავრიმაც გააკეთა.

"როდესაც მალდინიმ დამირეკა, ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობა იყო. ვფიქრობ, მზად ვარ "მილანში" სათამაშოდ. ვუყურე დერბის და მინდოდა იქ ყოფნა", - თქვა ფეხბურთელმა.

ფავრი "ბრესტის" ფეხბურთელია და მიმდინარე კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. პორტალი Transfermarkt-ი მას 13 მილიონ ევროდ აფასებს.

გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში რომენმა ლიგა 1-ის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

0.110015