ფეხბურთი

19:32 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

ოდესის „ჩერნომორეცის“ ქართველი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი უკრაინის პრემიერლიგის მე-14 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მისი თამაში გამოცემა ua-football-მა გამოარჩია.

„20 წლის გარემარბი „ჩერნომორეცში“ პირველ გოლს დიდი ხანი ელოდა. ის დრიბლინგებს აკეთებდა, ბურთს იჭერდა, დაცვასაც ეხმარებოდა, მაგრამ გოლს ვერ იტანდა, თუმცა „რუხთან“ ამის გაკეთება მოახერხა, თანაც, ძალიან ლამაზის. გიო რჩება მოროზის გუნდის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძრავად, სწორედ მისი წყალობით ისინი შეტევაში ბრწყინვალედ თამაშობენ. წიტაიშვილმა ჩვენს სიმბოლურში ადგილი დაიმსახურა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, წიტაიშვილმა ლვოვის „რუხთან“ (4:3) მატჩში ლამაზი გოლი გაიტანა და თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ მიმდინარე სეზონში თავი პირველად გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122647