ფეხბურთი

14:47 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდო ტრავმირებული მესის ნაკრებში გაშვებაზე: "ამას აზრი არ აქვს, რეგულაციები საჭიროა"

„პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელი ლიონელ მესი ტრავმირებულია, მაგრამ არგენტინის ნაკრებში მაინც გამოიძახეს. ამის გამო ფრანგული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ აღშფოთება ვერ დამალა და თქვა, რომ მსგავსი სიტუაციები ფიფას რეგულაციებით უნდა გაკონტროლდეს.

„ჩვენ არ ვეთანხმებით იმ ფეხბურთელის ნაკრებში გაშვებას, რომელიც კარგად არ არის და რეაბილიტაციას გადის. ამას უბრალოდ აზრი არ აქვს და ამ ტიპის სიტუაცია ფიფას რეგულაციებით უნდა განისაზღვროს“, - თქვა ლეონარდომ.

მესი არგენტინის ნაკრებში ურუგვაისთან და ბრაზილიასთან მატჩებისთვისაა გამოძახებული, თუმცა მას ტრავმა აქვს და თამაშს დიდი ალბათობით ვერ მოახერხებს. ლიონელმა დაზიანება 10 დღის წინ „ლილთან“ შეხვედრაში მიიღო და პსჟ-ს ბოლო ორი თამაში გაუცდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109578