ფეხბურთი

20:14 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ვინისიუსს კონტრაქტს 2028 წლამდე გაუგრძელებს

მიმდინარე სეზონის ბოლოს, „რეალი“ თავის ბრაზილიელ შემტევს, ვინისიუსს, კონტრაქტს გაუხანგრძლივებს - გვამცნობს ABC.

წყაროს ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება 2028 წლამდე იქნება გათვლილი. არსებულს კი ვადა 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

ახალი კონტრაქტის მიხედვთ, მისი ხელფასიც გაიზრდება, წელიწადში 3.5 მილიონი ევრო, რომელსაც ბრაზილიელი ახლა იღებს, 5,5 მილიონი გახდება ბონუსების დამატებით.

მადრიდულ კლუბში ვინისიუსი 2018 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117461