ფეხბურთი

15:43 | 6.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" კარგი ჟესტი - იტალიელები დიეგო მარადონას პატივს მიაგებენ

ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან 25 ნოემბერს ზუსტად 1 წელი გადის. არგენტინელი თავდამსხმელის პატივსაცემად კი „ნაპოლის ხელმძღვანელობამ“ გადაწყვიტა, რომ პატივი მიაგოს კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდ ფიგურას და ამისთვის სპეციალური ფორმა შექმნა.

ნეაპოლელები სერია A-ს ფარგლებში, ნოემბერში აღნიშნული ფორმით სამ მატჩს ჩაატარებენ - შინ „ვერონასთან“ და რომის „ლაციოსთან“, ხოლო სტუმრად მილანის "ინტერთან".

ფორმის დიზაინის გამორჩეულ ნაწილში იქნება მარადონას პორტრეტის გამოსახულება, რომლის ირგვლივ დახატულია მისი თითის ანაბეჭდის მონახაზი და განასახიერებს თაობების უწყვეტობას.

ეს ნაკრები, სამ ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც შეესაბამება მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" ფორმის ვარიანტებს და გამოიცემა მკაცრად შეზღუდული ტირაჟით - თითოეულ ფერზე მხოლოდ 1926 ცალი, რაც შეესაბამება კლუბის დაარსების წელს. მაისურების გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი სხვადასხვა საქველმოქმედო სოციალურ ინიციატივებს მოხმარდება.

"ვერონასთან" მატჩისთვის შექმნილი ფორმა გაყიდვაში 7 ნოემბერს გამოვა და მისი შეძენა მხოლოდ კლუბის ოფიციალურ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი. უშუალოდ ამ გუნდების დაპირისპირება კი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს "მილანთან" ერთად 31 ქულით ლიდერობს. განსხვავება მხოლოდ ბურთების შეფარდებაშია და ამ მხრივ უპირატესობას სპალეტის კლუბი ფლობს 23:3. "როსონერის" მაჩვენებელი კი 25:10-ზეა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ლეგენდა "ნაპოლიში" 1984 წელს "ბარსელონადან" გადავიდა და იტალიურ კლუბში 7 წელი ტამაშობდა. ამ დროის განმავლობაში კი 5 ტიტული მოიგო. მათ შორის: 2-ჯერ იტალიის ჩემპიონობა, ხოლო თითოჯერ - იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი. გეტყვით იმასაც, რომ "ნაპოლის" სტადიონი სწორედ დიეგო მარადონას სახელს ატარებს, რომელიც მას ლეგენდის გარდაცვალების შემდგომ დაერქვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120355