ფეხბურთი

11:40 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩირო იმობილე "ლაციოს" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

ჩირო იმობილე რომის „ლაციოს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. იტალიელმა ფეხბურთელმა მარსელის „ოლიმპიკთან“ შეხვედრაში გატანილი გოლით ლეგენდარულ სილვიო პიოლას გადაასწრო.

იმობილემ 2016 წლიდან დღემდე „არწივების“ მაისურით 233 მატჩში 160 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო პიოლამ შორეულ 1934-1943 წლებში თავი 159-ჯერ გამოიჩინა.

„ლაციოს“ საუკეთესო გოლეადორების ათეული ასეთია:

1. ჩირო იმობილე - 160 გოლი

2. სილვიო პიოლა - 159

3. ჯუზეპე სინიორი - 127

4. ჯორჯო კინალია - 122

5. ბრუნო ჯორდანო - 108

6. ტომაზო როკი - 105

7. ალდო პუჩინელი - 78

8-9. რენცო გარლასკელი - 64

8-9. გორან პანდევი - 64

10. მიროსლავ კლოზე - 63

შეგახსენებთ, „მარსელისა“ და „ლაციოს“ შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა და იტალიური გუნდი ოთხი ტურის შემდეგ ჯგუფში 5 ქულით მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110516