ფეხბურთი

19:48 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ნოემბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული და მათ შორის ლონდონის „არსენალის“ მეკარე აარონ რამსდეილი, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია.

მთლიანობაში საუთგეიტმა არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:

მეკარეები: სენ ჯონსტოუნი (ვესტ ბრომვიჩი), ჯორდან პიკფორდი (ევერტონი), აარონ რამსდეილი (არსენალი)

მცველები: ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), ბენ ჩილველი (ჩელსი), კონორ კოუდი (ვულვზი), რის ჯეიმსი (ჩელსი), ჰარი მაგუაირი (მანჩესტერი), ტაირონ მინგსი (ასტონ ვილა), ლუკ შოუ (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (მანჩესტერ სიტი), კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი, გერმანია), ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), მეისონ მაუნთი (ჩელსი), კალვინ ფილიპსი (ლიდსი), დეკლან რაისი (ვესტ ჰემი), ჯეიმს უორდ-პრაუსი (საუთჰემპტონი)

თავდამსხმელები: ტამი აბრაჰამი (რომა), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი), ჯეკ გრილიში (მანჩესტერ სიტი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი), ბუკაიო საკა (არსენალი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი)

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს 12 და 15 ნოემბერს, შესაბამისად, ალბანეთისა და სან მარინოს ნაკრებთან მატჩებით დაასრულებს.

0.113113