ფეხბურთი

13:17 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დებიუტანტი მეკარე ნაკრებში - ვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა და 25 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის, ერთი დებიუტანტია - მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გიორგი მამარდაშვილი და საბა ხვადაგიანი 21-წლამდე ნაკრებს შეუერთდებიან. შვედეთთან მატჩს კი დისკვალიფიკაციის გამო მცველები, გურამ გიორბელიძე და ლაშა დვალი გამოტოვებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი), ლუკა გუგეშაშვილი (დილა)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი) საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია) თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 11 ნოემბერს, ბათუმში შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდება და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაასრულებს, ხოლო წლის ბოლო შეხვედრაში 15 ნოემბერს, გორში, უზბეკეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105283