ფეხბურთი

10:23 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულმა“ 1982 წლის საკლუბო რეკორდი გაიმეორა

„ლივერპულმა“ თავისივე წაუგებელი სერია გაიმეორა - გვანცნობს Gracenote Live. წყაროს ინფორმაციით, ახლა მერსისაიდელთა დაუმარცხებელი სერია ყველა ტურნირში 25 მატჩს ითვლის (17 მოგება და 8 ფრე), რაც 1982 წლის რეკორდის გამეორებაა. მაშინ მათ 20 მოგება და 5 ფრე მოუგროვდათ.

შეგახსენებთ, რომ ოთხშაბათს, იურგენ კლოპის გუნდმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, შინ მადრიდის „ატლეტიკოს“ 2:0 მოუგო და ვადამდე გაინაღდა ფლეი ოფის საგზური.

0.110463