ავტოსპორტი

1:13 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვოლფი: ჰამილტონს ფ1-დან წასვლა გადაწყვეტილი არ აქვს

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ლუის ჰამილტონს ფორმულა 1-დან წასვლის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს. ამით მან გააქარწყლა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიერ, სამქიმიანებთან გაფორმებული ორწლინი კონტრაქტი ბოლოა და მისი დასრულების შემდგ, ჰამილტონი ფ1-ს დატოვებს.

ვოლფი არ მალავს, რომ 38 წლის ჰამილტონის რაც შეიძლება დიდხანს დატოვება სურს. ორი სეზონი საკმაოდ ბევრია და ახალი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ჰამილტონმა შესაძლოა, კარიერის დასრულება გადაწყვიტოს. თუმცა ამ ეტაპზე, მას სხვა საფიქრალი აქვს - მერვე ტიტულისთვის იბრძვის და მთლიანად ამაზე არის მობილიზებული.

„ჩვენ ძალიან ახლოს ვართ და ერთმანეთს ყოველდღე ვესაუბრებით. ჩვენ ორივემ ვიცით, რომ ფ1-ში კარიერა მოძრავი სამიზნეა. მას წასვლის დრო ჯერ არ აურჩევია. აშკარაა ის, რომ ჩვენ ერთად მომავალ სეზონშიც ვიმუშავებთ და კვლავ საუკეთესო შედეგებისთვის ვიბრძოლებთ“, - ამბობს ვოლფი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11275