ფეხბურთი

22:58 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ჩვენთვის "ბრიუგესთან" უფრო მნიშვნელოვანი მატჩია, ვიდრე "მანჩესტერთან"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მისი გუნდისთვის „ბრიუგესთან“ მატჩი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პრემიერლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ შაბათს დაგეგმილი დერბი.

„ეს თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩი, რადგან შეგვიძლია ჩვენს თავს ჯგუფიდან გასვლის საკითხი გავუადვილოთ. პრემიერლიგაში ბევრი თამაშია, აქ კი მხოლოდ ექვსი და დარჩენილი გვაქვს სამი. მესამე და მეოთხე ტურის მატჩები გადამწყვეტია, მათ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველწლიურად რთულდება, ჩვენ პარიზში უკვე წავაგეთ და მეტი მარცხის უფლება არ გვაქვს“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტის“ სამი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფში მხოლოდ „პარი სენ ჟერმენს“ ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123054