ფეხბურთი

15:21 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: „არ აქვს მნიშვნელობა რამდენს გადამიხდიან. მთავარია „რეალში“ ვითამაშო“

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი, ვინისიუსი, ჟურნალისტებს კლუბთან ახალი კონტრაქტის შესახებ მოსალოდნელი მოლაპარაკებების თაობაზე ესაუბრა.

„ჯერჯერობით კონტრაქტის შესახებ ჩემთვის არაფერი უთქვამთ. მაგრამ წყნარად ვარ, არსებული ხელშეკრულება ჯერ კიდევ საკმაო ხანს იმოქმედებს (მის კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება).

თუმცა, ახალ ხელშეკრულებასაც სიამოვნებით მოვაწერდი ხელს. ძალიან მინდა „რეალში“ დარჩენა. არ აქვს მნიშვნელობა როდის შემომთავაზებენ ახალ კონტრაქტს, ან რამდენს გადამიხდიან. მთავარია ის სიამოვნება, რასაც ამ გუნდში თამაშით განვიცდი.“ - ციტირებს ბრაზილიელი ფორვარდის სიტყვებს TNT Brasil.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119177