ჩოგბურთი

22:32 | 1.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს პირველ წრეში გამოეთიშა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსს პირველივე წრეში გამოეთიშა.

29 წლის ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგის 59-ე ნომერ, ფრანგ ადრიან მანარინოს შეხვდა და ორ სეტში, 2:6, 4:6 დამარცხდა. შეხვედრა მხოლოდ საათსა და 17 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა ერთი უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ თავისი ჩაწოდება სამჯერ წააგო და ცხადია, ამის გამო სეტი პრაქტიკულად უბრძოლველად წააგო. შედარებით მეტი ბრძოლა იყო მეორე სეტში, რომელშიც პირველი ბრეიკი ნიკოლოზმა მიითვალა და 4:2 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ ზედიზედ 4 გეიმი (მათ შორის, თავის ჩაწოდებაზე) წააგო და საბოლოოდ მარცხიც განიცადა.

ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ხოლო მის მეტოქეს ასევე 3 ეისი ჰქონდა, ორმაგი შეცდომა კი არ დაუშვია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლომა შეხვედრა 31 უნებლიე შეცდომით დაასრულა, რაც ძალიან ბევრია.

ამრიგად, ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ATP-ს რეიტინგში 21-ე ადგილამდე დაწინაურდა, პარიზის მასტერსზე გამოსვლა დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124939