ფეხბურთი

18:24 | 13.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვარანით პრემიერლიგური გუნდები ინტერესდებიან

ინგლისური გამოცემის “დეილი ექსპრესის” ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველის რაფაელ ვარანის მიმართ ინტერესს ლონდონის “ჩელსი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” იჩენენ. ფეხბურთელმა “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2020 წლამდე გააგრძელა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 25 მილიონი ევროა.

რაფაელ ვარანი მადრიდში 2011 წელს “ლანსიდან” გადავიდა. ფეხბურთელმა თავიდან ესპანურ გრანდს ალღო კარგად აუღო, თუმცა ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკას აშკარად მოკლებულია. მიმდინარე სეზონში იგი მინდორზე მხოლოდ 5-ჯერ გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111014