ფეხბურთი

22:38 | 30.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლობჟანიძემ გოლის გამო ბოდიში მოიხადა: "მის მიმართ თავს უხერხულად ვგრძნობ"

თურქული "ჰატაისპორის" ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ "ბეშიქთაშთან" გოლის გამო თანაგუნდელ აიუბ ელ კააბის ბოდიში მოუხადა.

საქმე ისაა, რომ მაროკოელი ფორვარდის დარტყმის მერე ბურთი კარში შედიოდა, მაგრამ ზედ კარის ხაზზე მას ქართველი ნახევარმცველი შეეხო და გოლიც მას ჩაეთვალა. ლობჟანიძემ თამაშის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ელ კააბის მიმართ თავს უხერხულად გრძნობს.

"ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ "ბეშიქთაშთან". უნდა ვაღიარო, რომ თავს უხერხულად ვგრძნობ ელ კააბის მიმართ, რადგან ეს 100%-ით მისი გოლი იყო. არ ვაპირებ დავიწყო მიზეზების წერა, უბრალოდ მას მთელი გულით ბოდიშს ვუხდი", - დაწერა სოციალურ ქსელში საბამ.

შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძის აქტივში სუპერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში 4 გოლი და 5 საგოლე პასია, რაც ცხადია, ფანტასტიკური შედეგია.

„ჰატაისპორი“ 23 ქულით მეორე ადგილზეა, იმავე „ბეშიქთაშს“ 3 ქულით უსწრებს, ხოლო ლიდერ „ტრაბზონსპორს“ 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში ლობჟანიძის გუნდი 7 ნოემბერს, სტუმრად „ადანას“ დაუპირისპირდება.

0.114202