ფეხბურთი

14:18 | 28.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

როტენი: „პოჩეტინოს ხელში „პარი სენ-ჟერმენს“ მხოლოდ რეგრესი აქვს“

„პარი სენ-ჟერმენის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, ჟერომ როტენმა, ჟურნალისტებს გუნდის მთავარი მწვთნელის, მაურისიო პოჩეტინოს შესახებ გაუზიარა თავისი აზრი.

„ვუცქერ და ბოლო რვა შეხვედრიდან „პარი სენ-ჟერმენს“ არცერთში უჩვენებია კარგი თამაში. მხოლოდ ეპიზოდებში. პრობლემები კი ყველა ხაზშია. ვერ მივხვდი რა უნდა პოჩეტინოს, საითკენ მიდის ან რა ფილოსოფია, როგორი ხედვა აქვს.

როცა გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, მისი იმედი არ მქონდა. ახლა კი ამას კიდევ ბევრი უხერხული კითხვა დაემატა. პირველ რიგში, ეს მის ფეხბურთელებთან კომუნიკაციას შეეხება.

თავად ამბობს ყველაფერო კარგადააო, მაგრამ პროგრესს ვერ ვხედავ. პირიქით, პსჟ-ს რეგრესი აქვს.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს RMC Sport.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116592