ფეხბურთი

22:30 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოლისო შესაძლოა "ტოტენჰემში" გადავიდეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა კორენტინ ტოლისომ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს. როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, "ტოტენჰემმა" ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე დაიწყო და შესაძლოა "მამლებმა" 27 წლის ფრანგი შემდეგი წლის ზაფხულში დაიმატონ.

ტოლისოს "ბაიერნთან" ხელშეკრულება 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე ღია მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. კორენტინის დამატება ასევე სურს პსჟ-ს და "ატლეტიკოს". მიმდინარე სეზონში ფრანგი უმეტესად ტრავმირებული იყო და ახლახანს დაუბრუნდა მოედანს. ჯამში ტოლისომ ყველა ტურნირზე ხუთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112866