ფეხბურთი

19:41 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ანსუ ფატი კვლავ ტრავმირებულია

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და „ბარესელონას“ თავდამსხმელს ანსუ ფატის მარჯვენა მუხლი აწუხებს და ლა ლიგის უახლოეს მატჩს გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „ბლაუგრანას“ ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა, თუმცა არ დაკონკრეტებულა ფეხბურთელის დაბრუნების დრო.

„რაიოსთან“ დღეს გასამართ შეხვედრაში ფატის თამაში უკვე გამორიცხულია. ფეხბურთელი მოედანს 26 სექტემბერს დაუბრუნდა, მას შემდეგ რაც ერთწლიანი სარეაბილიტაციო პერიოდი გაიარა. ლა ლიგაში ანსუმ ოთხი მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115036